მომღერალი ნინი წიკლაური დედა გახდა. მას პირველი შვილი შეეძინა. ნინიმ შვილის გაჩენა ამერიკაში გადაწყვიტა და საქართველოდან მშობიარობამდე რამდენიმე თვით ადრე გაემგზავრა.
ნინი წიკლაურის პატარა ნიუ იორში გაჩნდა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ახალშობილს საბა დაარქვეს.
ისტორიის ფურცლები:
ნინი წიკლაური თემო ტუღუშზე შარშან დაქორწინდა. წყვილმა ქორწილი თბილისში გადაიხადა. რჩეულის ვინაობას მომღერალი ქორწილამდე საგულდაგულოდ მალავდა.
ახალბედა მშობლები პატარა საბასთან ერთად უამრავ მილოცვებს და საუკეთესო სურვილებს იღებენ.
