ნინა სუბლატი ევროვიზიის წვეულებაზე მიიწვიეს

კითხვის დრო: 2 წთ.

ნინა სუბლატი ევროვიზიის წვეულებაზე მიიწვიესქართველი მომღერალი ნინა სუბლატი, რომელიც წელს ევროვიზია 2015-ზე საქართველოს წარადგენს, ევროვიზიის ოფიციალურ წვეულებაში მიიღებს მონაწილეობას.

ევროფესტივალისადმი მიძღვნილი რიგით მეშვიდე “პრომო-ივენთი” 18 აპრილს ამსტერდამში გაიმართება. ღონისძიება ორი ნაწილისაგან შედგება, დღის პროგრამა – ჟურნალისტებთან შეხვედრა და საღამოს პროგრამა – ევროფესტივალისადმი მიძღვნილი კონცერტი.

2015 წლის ევროფესტივალის მონაწილეებიდან წვეულებას 24 ქვეყნის კონკურსანტი დაესწრება. ნინა სუბლატი ფართო აუდიტორიის წინაშე საკონკურსო სიმღერას ”Warrior”-ს შეასრულებს.

საქართველოდან გამგზავრებამდე ნინამ თავისი სიმღერის აკუსტიკური ვერსია გიტარის თანხლებით ჩაწერა, სადაც აკომპანიმენტს ზვიად მღებრიშვილი უწევს.

 

Artinfo.ge