კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ბეთანიის სამხრეთი კედლის ზედა რეგისტრის ფრესკის – დავითის როკვის ნახვას გვირჩევს:
“ვისაც სუხიშვილების ქორეოგრაფია გეუცხოებათ, გირჩევთ, ნახოთ ბეთანიის სამხრეთი კედლის ზედა რეგისტრის ფრესკა: დავითის როკვა. მე-13 საუკუნის ფიგურა და მგონი მისი სამოსიც ძალიან გავს დღეს “ახალშექმნილ” მიმოხვრას.
ნუ გაგვიკვირდება, რაც ზოგჯერ “ახალი” და ამიტომაც “მიუღებელი” გვგონია, ძველადაც ყოფილა და ეს მუდმივი “ძველახლობა” ხშირად ტრადიციაცაა.
ისტორიის ფურცლები:
ამიტომაც მომწონს სუხიშვილები – ძერწავენ ახალს, ზოგჯერ ძველი მასალით. ძალიანაც კარგი.
ფოტოზე: ბეთანია, სამხრეთის სარკმლებსშორისი მონაკვეთი. დავითის ცეკვა.
ფოტოსთვის მადლობა ქ-ნ ლელა ჭუმბურიძეს.”

