ნიკოლოზ ფაიქრიძე დააჯილდოვეს

კითხვის დრო: 1 წთ.

ნიკოლოზ ფაიქრიძე დააჯილდოვეს27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღე საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ყოველწლიური პრემიის “წლის საუკეთესო ნამუშევარი” დაჯილდოვებით აღნიშნა.

ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაციაში – წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცის როლისთვის გამარჯვებული გახდა ნიკოლოზ ფაიქრიძე – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში დადგმულ სპექტაკლში “ბილოქსი ბლუზი” ეფშტეინის როლის შესრულებისთვის.

ნომინაციაში – წლის საუკეთესო თეატრალური იდეისა და მისი განხორციელებისთვის პრემია გადაეცა ქორეოგრაფსა და რეჟისორს გია მარღანიას – მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადგმული სპექტაკლისთვის “Evangelion”.

ნიკოლოზ ფაიქრიძე დააჯილდოვეს - 2

 

Artinfo.ge