
“რა ვერ მორჩით ამ ერთ წრეზე ტრიალს. ამ სახელების გარდა სხვა რეჟისორები და პროდიუსერებიც ხომ არსებობენ ამ ქვეყანაში, რომლებსაც მინიმალური მხარდაჭერა მაინც სჭირდებათ კინოცენტრისგან. მორალის რაიმე ნიშანი ხომ უნდა არსებობდეს ამ ორგანიზაციაში.
ეს იყო ბოლო წვეთი და მე პირადად ვიწყებ ნამდვილ ბრძოლას ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ვისაც გაქვთ სურვილი და ასე თვლის, შევიკრიბოთ, გავერთიანდეთ და დავასრულოთ ეს მახინჯი და უსამართლო წარმონაქმნი, რომელსაც თანამედროვე კინო საქმიანობასთან და მიდგომასთან არანაირი საერთო არ აქვს. ასეთი არაპოფესიონალური მიდგომებით ვერანაირად ვერ განვითარდება ქართული კინო.
ის მაინც თქვით, ვისგან გაქვთ დავალება, რომ ჩემს პროექტებზე ყოველთვის ნოლი მხარდაჭერა უნდა იყოს კინოცენტრისგან და თქვენს მიერ შერჩეული ჟიურისგან.”

