მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა ბალერონმა ნიკა ცისკარიძემ საქართველოს საჩუქარი გაუკეთა. მან თბილისში ვიზიტისას ხელოვნების სასახლეს საჩუქრად გადასცა სოლიკო ვირსალაძის მიერ, პირადად ხელოვანისათვის შექმნილი პრინც დეზირეს კოსტუმი, რომლითაც იგი 1997 წლის 2 აპრილს პირველად წარსდგა დიდი თეატრის სცენაზე და შეასრულა პარტია პეტრე ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავში“.
ისტორიის ფურცლები:
გარდა საჩუქრის გადაცემისა, ნიკა ცისკარიძემ მისი სასცენო მოღვაწეობის შემაჯამებელი ფოტოალბომში „ცისკრის ვარსკვლავი“ ხელოვნების სასახლეს, ის ემოციები და შთაბეჭდილებები გაუზიარა, რომელიც მუზეუმში მის პირველ ვიზიტს მოჰყვა.
