ნიაზ დიასამიძე და 33ა უფასო კონცერტს გამართავს. 2015 წლის მიწურულს მომღერალი საჩუქარს უკეთებს სტუდენტებს და ახალგაზრდებს სოლოკონცერტზე ეპატიჟება.
ისტორიის ფურცლები:
ნიაზ დიასამიძე თავის ერთგულ მსმენელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში 21 დეკემბერს შეხვდება. კონცერტზე შესრულდება როგორც ძველი, ასევე ახალი სიმღერებიც.
კონცერტის ორგანიზატორი თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტია. საღამოზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.
