მომღერალ ნატო მეტონიძეს ათასობით ერთგული მსმენელი ჰყავს. მისი შესრულების მანერას მელომანები სრულიად უნიკალურს უწოდებენ და რთულია ამაში არ დაეთანხმო.
ისტორიის ფურცლები:
ნატოს რეპერტუარიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპოზიტორ დავით თორაძის სიმღერა რეჟისორ სიკო დოლიძის ფილმისთვის “კაცია ადამიანი?!”, რომელსაც მომღერალი მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად სრულიად ახლებური ინტერპრეტაციით ასრულებს.
