ნათია თოდუას უდიდესი აღიარება

კითხვის დრო: 2 წთ.

ნათია თოდუას უდიდესი აღიარებამომღერალი ნათია თოდუა მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია. გერმანული “ვოისის” გამარჯვებული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის  Jazztage Dresden 2026-ის სახედ აირჩიეს.

ნათია თოდუა:

“ვერ ვიჯერებ – მე ამირჩიეს Jazztage Dresden 2026-ის სახედ! ფესტივალი, რომელიც აერთიანებს 400-ზე მეტ არტისტს 25 ქვეყნიდან, 68 კონცერტსა და 59 საფესტივალო დღეს. და ამ ყველაფრის მთავარ აფიშაზე “გოგონა საქართველოდან- ნათია თოდუაა”. 11 ოქტომბერს სცენაზე წარვადგენ ჩემს პროგრამას “From Georgia with Soul”.
საქართველოდან მუსიკით და დიდი სიყვარულით.

JazzTage Dresden დაიწყო 2001 წელს პატარა ფესტივალად და წლების განმავლობაში გადაიქცა საერთაშორისო მუსიკალურ მოვლენად, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მუსიკოსები გააერთიანა.
ყოველ წელს ერთი არტისტი ხდება ამ ფესტივალის სახე – Titelgesicht.
2026 – Natia Todua.
წარმოუდგენელი გრძნობაა, როცა ხვდები, რომ შენი ფოტო უბრალოდ აფიშაზე კი არ არის, ის იმავე არქივში რჩება, სადაც ამ ფესტივალის უკვე 26-წლიანი ისტორია ინახება.
პატარა საქართველო ამ დიდ ისტორიაში.
ჩემი ხმა, ჩემი ფესვები, ჩემი გზა.”

Artinfo.ge