
მან გადამწყვეტ ბრძოლაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ჯგუფ “ქვინის” სიმღერა “Somebody To Love” უნაკლოდ შეასრულა.
ქართველი კონკურსანტის შესრულებას დარბაზი ფეხზე წამოუდგა და ნათია ხანგრძლივი და მქუხარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.
ისტორიის ფურცლები:
ნათია თოდუასთვის გერმანული ვოისის პირველივე ტური წარმატებული აღმოჩნდა. გამორჩეული და არაორდინალური შესრულების წყალობით, ქართველმა კონკურსანტმა მაშივენ რჩეულთა შორის დაიკავა ადგილი.
ახლა წინ მთავარი შოუა – გერმანული ვოისის ფინალი 17 დეკემბერს გაიმართება.

