რუსთაველის თეატრის მსახიობი ნანული სარაჯიშვილი საუკეთესო მსახიობად დაასახელეს.
ეკატერინბურგში პირველად ჩატარდა ურალის რუსული კინოს ღია ფესტივალი, სადაც 14 საკონკურსო ფილმი მონაწილეობდა.
ისტორიის ფურცლები:
მათ შორის, რეჟისორ ალექსანდრ ამუროვის კომედიური ჟანრის ფილმი “ტილი და ტოლი”.
ამ ფილმში შესრულებული სოფიკოს როლისთვის ნანული სარაჯიშვილი ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა და სპეციალური პრიზით და დიპლომით დაჯილდოვდა.
