მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ ახალი წლის დადგომასთან ერთად, საკონცერტო ტურნე განაახლა. უახლოეს მომავალში მას საქართველოში კონცერტები დაგეგმილი არ აქვს, ამიტომ მომღერლის მოსმენა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის შესაძლებელი.
ისტორიის ფურცლები:
ნანი ბრეგვაძემ უახლესი კონცერტი რუსეთის ქალაქ სანკტპეტერბურგში დაგეგმა და, როგორც მოსალოდნელი იყო, მონატრებულმა მსმენელმა მისი ბილეთები ელვის სისწრაფით შეიძინა.
ნანი ბრეგვაძის საღამო სახელწოდებით ”Если женщина просит…” Октябрьский-ის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. როგორც აფიშებიდან ხდება ცნობილი, სადღესასწაულო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. საღამოზე ნანი ბრეგვაძის რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერები შესრულდება.

