მომღერალი ნანი ბრეგვაძე უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:
“ჩემო ძვირფასო და საყვარელო უკრაინელებო!
თქვენ ხართ გმირობის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის, თქვენ დაგვანახეთ, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს და დავიცვათ სამშობლო აგრესორისგან.
ისტორიის ფურცლები:
ჩვენ ერთი საერთო მტერი გვყავს და ეს პუტინის რუსეთია. დღეს თქვენ იბრძვით ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის.
ჩვენ, ქართველები ვლოცულობთ თქვენთვის და თქვენთან ერთად ვართ!
დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”
