
ორდღიანი კონცერტების ორგანიზატორი ლატვიელი ვარსკვლავი ლაიმა ვაიკულეა. Laima Vaikule Rendez-vous – ასე ჰქვია კონცერტებს, რომლებშიც უშუალოდ ლაიმას მიერ შერჩეული მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.
– კონცერტებისთვის შევარჩიე ადამიანები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩემს შემოქმედებაში. მათ შორისაა ნანი ბრეგვაძეც, – განაცხადა ლაიმა ვაიკულემ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ქართული ესტრადის დედოფალიც ესწრებოდა.
8 და 9 ივლისს მსმენელის წინაშე წარსდგებიან ლატვიელი მომღერლები. მათთან ლაიმას შემოქმედებითი ურთიერთობები და პირადი სიმპათიები აკავშირებს. ნანი ბრეგვაძე კი, რომელიც ერთადერთი ქართველია მონაწილეებს შორის, იურმალაში 9 ივლისს იმღერებს.

