შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” საუკუნეებია მოსვენებას არ აძლევს ქართველ ხელოვანებს.
მხატვრები, ქორეოგრაფები, ანიმატორები, თეატრისა თუ კინოს რეჟისორები შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის გასაცოცხლებლად სხვადასხვა საინტერესო გზებს ეძებენ.
ისტორიის ფურცლები:
გამონაკლისი არც დავით მაჭავარიანია. მან ნიაზ დიასამიძის და 33ა-ს მუსიკაზე “ვეფხისტყაოსანი” გრაფიკული რომანის სახით წარმოადგინა და ფართო საზოგადოებას მხოლოდ პატარა ნაწყვეტი შესთავაზა.
