მოცეკვავე მზია ორველაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სპეციალური ცეკვის ჯგუფი ჩამოაყალიბა.
ჯგუფმა პირველი ნამუშევარი საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის “საქართველოს თასი 2018”-ის ღონისძიებაზე წარადგინა.
საჩვენებელ ნომერში ცეკვის აკადემია “ელეგიას” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპეც ჯგუფმა ორი სახალისო ცეკვა შეასრულა.
ისტორიის ფურცლები:
ბავშვების ცეკვამ მაყურებლის თბილი რეაქცია გამოიწვია და დამსწრე საზოგადოება წინასაახალწლო პოზიტივით დამუხტა.
მზია ორველაშვილი:
“უღრმესი მადლობა ჩვენს ფედერაციას ბავშვებს ესეთი ბედნიერება აჩუქეს და საშუალება იმისა, რომ ასეთ ტურნირში მიეღოთ მონაწილეობა. გვიყვარხართ!”
