“ცეკვა ქართულს სხვა ერის წარმომადგენელი ვერ იცეკვებს, რასა არ ეყოფა… ქართული გენია როკვით განფენილი…” – ასე აფასებდა მწერალი გრიგოლ რობაქიძე ქართულ ცეკვას.
ქართული ცეკვა და სიმღერა წლებია უცხოელ მაყურებელს და მსმენელს აღაფრთოვანებს. ამის დასტური ქართული ანსამბლების მიერ უცხოეთში გამართული კონცერტებია.
ისტორიის ფურცლები:
გამონაკლისი არც ანსამბლი “დაისია”. პოლონეთში გასტროლების დროს, ანსამბლის მოცეკვავეებმა კონცერტი ღია ცის ქვეშ გამართეს, სადაც პოლონელების დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურეს.
