კინოსტუდია “ხომლი” ყველას აძლევს საშუალებას ნახოს და შეაფასოს ფილმი თამარ მეფეზე.
რეჟისორ ლევან ლომაშვილის მიერ ფილმზე მუშაობა დასრულებულია და შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.
ისტორიის ფურცლები:
ფილმის “თამარ მეფე” ჩვენება 16 მარტს რუსთავის დრამატულ თეატრში გაიმართება. ფილმში მთავარ როლს მსახიობი ანა მატუაშვილი ასრულებს.
“ვისაც გაქვთ ფილმის ნახვის სურვილი, ყველას გელოდებით! დასწრება დავისუფალია!” – აცხადებენ ფილმის შემქმნელები.
