ნახეთ ანტონიო ბანდერასი პაბლო პიკასოს როლში

კითხვის დრო: 1 წთ.

ნახეთ ანტონიო ბანდერასი პაბლო პიკასოს როლშიცნობილი ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი National Geographic-ის ტელესერიალ „გენიოსის“ მეორე სეზონში მონაწილეობს. მეორე სეზონი ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.

როგორც მსახიობმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაბლო პიკასოს ცხოვრება და მისი შემოქმედება წლებია აინტერესებს:

“პიკასოს ცხოვრებითა და შემოქმედებით წლების წინ დავინტერესდი. ორივე ესპანეთიდან – მალაგადან ვართ. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია მისი როლის შესრულება.”

ინტერნეტში უკვე გაჩნდა ფილმის თრეილერი, რომელსაც მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ფილმის ნახვა მაყურებელს 24 აპრილიდან შეეძლება.

 

Artinfo.ge