მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს თელავში ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე დახურავს.
29 სექტემბერს, 19 საათზე ფესტივალის დახურვისადმი მიძღვნილ კონცერტზე თელავის თეატრში შესრულდება ჩაიკოვსკის, შოსტაკოვიჩის და შუმანის ნაწარმოებები.
გაიხსენეთ:
სოლისტებთან პიანისტ ელისო ვირსალაძესთან და ჩელისტ ალექსანდრ ბუზლოვთან ერთად დაუკრავს საფესტივალო ორკესტრი დირიჟორ არიელ ცუკერმანის ხელმძღვანელობით.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში ერთგულ მსმენელს ერთი წლით დაემშვიდობება.
