
“25 თებერვალი”
“ჯერ არც გვრიტი მოფრენილა,
არც შოშია ჩანს,
არც მერცხლებით მოფენილა,
საქართველოს ცა.
ჯერ ვერ ვხედავთ თეთრი ნუშის,
თეთრი ტყემლის ჯარს,
მაგრამ უკვე გაზაფხულდა,
ხეში წყალი დგას.
25 თებერვალი
გათენდება ხვალ,
თებერვალო, საქართველოს
გაზაფხული ხარ.
თებერვალო, თებერვალო,
გვთლიდნენ ზამთრის თვედ –
და დროშები გაზაფხულის
შენ აღმართე ტყედ.
შენ მოუღე ბოლო ზამთარს
და ქართველის ცრემლს,
აზიარე საქართველო
ოქტომბერს და კრემლს.
არც მერცხალი მოფრენილა,
არც შოშია ჩანს,
მაგრამ ლხვება უკვე თოვლი
ხეში წყალი დგას.
25 თებერვალი
გათენდება ხვალ,
თებერვალო, საქართველოს
გაზაფხული ხარ.”

