ქართველ პოეტს მუხრან მაჭავარიანს მშობლიურ სოფელ არგვეთში სახლ-მუზეუმი გაუხსნეს. პოეტის გარდაცვალებიდან 5 წლის თავზე სახლ-მუზეუმთან ერთად მისი სახელობის სკვერი და ბიუსტი გაიხსნა.
საჩხერეში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სპეციალური კონცერტიც მოეწყო, რომელშიც ადგილობრივმა ხელოვანებმა მიიღეს მონაწილეობა.
ისტორიის ფურცლები:
მუხრან მაჭავარიანი 2010 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე გარდაიცვალა. ის სიტყვით გამოდიოდა პოეტ ფრიდონ ხალვაშის 85-ე იუბილესადმი მიძღნვილ საღამოზე, როდესაც შეუძლოდ გახდა და წაიქცა. პოეტს გულმა უმტყუნა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მუხრან მაჭავარიანი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.
