
ამის დასტურია მთლიანად მისი შემოქმედება, თუმცა ლექსი, რომელსაც ”არტინფო” გთავაზობთ, ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ზუსტად ეხმაურება:
“თუ ფიქრობს ვინმე, –
გავკმინდოთ ენა! –
შენც არ მომიკვდე! –
არა და ვერა!
შოთა რომ არა!
ვაჟა რომ არა!
ტატო რომ არა! –
კიდე, -ხო, მარა….
ესენი როა?!
ესენი როა! –
ახლა კი დროა! –
ახლა კი დროა! –
სოლომონ რომა,
კვლავ დაიქუხოს საქართველომა!
დღე მოიწევს კრიალა
ირიჟრაჟებს…. დღე მოიწევს კრიალა, –
ტოროლა ცას შეასკება… იალა!..
ჩირგვიანა,
ჩიტიანა,
ხიანა,
ფოთლიანა,
ღელიანა,
ტყიანა, –
დედამიწა ხარობს ყველაფრიანა!
ნაკუწ-ნაკუწ-ნაკუწ-ნაკუწ კი არა! –
გაუმარჯოს, გაუმარჯოს მთლიანად! –
მიწიანა,
კაციანა,
ციანა, –
საქართველოს მოთმინების ფიალას!”

