პოეტი მუხრან მაჭავარიანი თავის სათქმელს ლექსებით ამბობდა. მისი პირდაპირობა და სამშობლოს განუსაზღვრელი სიყვარული თითოეული ლექსის თითოეულ სიტყვაში იგრძნობა.
ისტორიის ფურცლები:
”არტინფო” გთავაზობთ პოეტის ლექსს “ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა”, რომელსაც წაიკითხავთ და გეგონებათ, თითქოს დღეს დაიწერაო:
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!
მრავალს უწია ცოდვამ:
ვინ რა ყოფილა – გამოჩდა!
კაცი აღმოჩდა ცოტა!
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!
ცოდვის კითხვაა…. ჰოდა!
ყველა ისეთი აღმოჩდა,
რა წარმოდგენაც მქონდა!
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!
მივხვდით, ბრძანდება ვინ ვინ!…
ღმერთი! – თვით ღმერთი გაოცდა!
ამდენი დამპლის ხილვით!”
