მცხეთის ანსამბლი “როკვა” გამარჯვებულია

კითხვის დრო: 2 წთ.

მცხეთის ანსამბლი “როკვა” გამარჯვებულიამცხეთის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი “როკვა” გამარჯვებულია. მოცეკვავეებმა ნინო იმერლიშვილისა და გიორგი პატაშურის ხელმძღვანელობით ცეკვის საერთაშორისო კონკურსზე DANCE SUPER STAR 2022 პირველობა არავის დაუთმეს.

მცხეთის ანსამბლი “როკვა” გამარჯვებულია - 2

კონკურსი სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩატარდა და 16 ქვეყანის და 3000-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა.

მცხეთის ანსამბლი “როკვა” გამარჯვებულია - 3

მონაწილეები შეაფასა ჟიურიმ 10 ქვეყნიდან: საქართველო, ჩეხეთი, უკრაინა, მექსიკა, ალბანეთი, არგენტინა, სომხეთი, ესპანეთი, იტალია, ბელორუსი.

მცხეთის ანსამბლი “როკვა” გამარჯვებულია - 4

კონკურსში საქართველოდან მხოლოდ ანსამბლი “როკვა” მონაწილეობდა და 300 ქულით გამარჯვებულიც გახდა. ქართველმა მოცეკვავეებმა საკუთარი პროფესიონალიზმით და უმაღლესი დონის შესრულებით აღაფრთოვანეს ჟიური და მაყურებელი.

მცხეთის ანსამბლი “როკვა” გამარჯვებულია - 5

მონაწილეთა შორის საუკეთესო სამეულში მოხვდნენ საქართველოს, ესპანეთისა და ყაზახეთის კონკურსანტები. საბოლოოდ კი ქულები  ასე გადანაწილდა: საქართველო – 300 ქულა, ყაზახეთი – 267 ქულა და ესპანეთი – 252 ქულა.

მცხეთის ანსამბლი “როკვა” გამარჯვებულია - 6

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია და გალა-კონცერტი ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა, სადაც ანსამბლმა “როკვამ” ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა.

მცხეთის ანსამბლი “როკვა” გამარჯვებულია - 7

ანსამბლის ქორეოგრაფებს კი კონკურსის ორგანიზატორმა სპეციალური ჯილდო გადასცა.

Artinfo.ge