მსახიობმა მიშა გომიაშვილმა კიდევ ერთი მთავარი ჯილდო დაიმსახურა. მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მას მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის პრიზი გადაეცა.
ისტორიის ფურცლები:
მიშა გომიაშვილმა ჯილდო რეჟისორ ლალი კიკნაველიძის ფილმში “კახეთის მატარებელი” შესრულებული მთავარი როლისთვის მიიღო.
ფილმი დრამაა, რომელიც არჩილ ქიქოძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით არის გადაღებული.
