ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი BATUMI MUSICFEST 2016 გადამწყვეტ ფაზაში შედის.
იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ელისო ბოლქვაძის მიერ ფესტივალი წელს მეოთხედ იმართება.
ისტორიის ფურცლები:
20 სექტემბერს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში მორიგი კონცერტი გაიმართება. ბათუმს საფრანგეთიდან მსოფლიო ვარსკვლავი სიპრიან კაცარისი ეწვევა, რომელიც ფრანგული საფორტეპიანო მუსიკის შედევრს – რაველის კონცერტს შეასრულებს.
სიპრიან კაცარისთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი მამუკა ალაფშვილის დირიჟორობით.
