ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი სეზონს 1 ივლისს დახურავს.
30 ივნისს და 1 ივლისს წარმოდგენილი სპექტაკლები ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90-ე წლისთავს მიეძღვნება.
30 ივნისს გათამაშდება სპექტაკლი „მე ვხედავ მზეს“, ხოლო 1 ივლისს – სპექტაკლს „მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“. სპექტაკლები 19 საათზე დაიწყება.
გაიხსენეთ:
12 ივლისს მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი გურიაში მიემგზავრება. ნოდარ დუმბაძის სახელობის მეორე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მოზარდ მაყურებელთა თეატრი წარმოადგენს გიორგი თავაძის სპექტაკლს „მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“.


