– დამიჯერე, ოდესმე ჩვენთანაც მოვა სიბერე და სევდად დამრჩება რაც ვერ გიმღერე, – მომღერალმა ანრი ჯოხაძემ თავის ერთგულ მსმენელს ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული ულამაზესი ვიდეორგოლი შესთავაზა.
“მე და შენ” – ასე ჰქვია კომპოზიტორ ლილი შავერზაშვილის სიმღერას, რომლის ლექსი მორის ფოცხიშვილს ეკუთვნის, ვიდეოს რეჟისორი თავად ანრი ჯოხაძეა, ოპერატორი კი რომა სიმონიანი.
ისტორიის ფურცლები:
ვიდეორგოლში მონაწილეობენ საშკა და ლიზა სულაბერიძეები, ლაშა ჯოხაძე, ანი აბულაძე, ფატი ფულარიანი და ჯუმბერ ჯანდიერი.

