
ოჩამჩირის რაიონის სოფელ მოქვში ეკლესია მეფე ლეონ მესამის მიერ X საუკუნეშია აშენებული. „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტის ელენა ზავოდსკაიას ცნობით, მოქვის ტაძრის გუმბათი დაზიანებულია, ნესტი კედლებს აზიანებს, ხოლო ეკლესიის შიგნით ობია გაჩენილი.
ისტორიის ფურცლები:
აფხაზეთის დე ფაქტო კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ მათ ტაძრების რესტავრაციისთვის საჭირო ფინანსები არ აქვთ.

