სიმღერა “სულიკო” ქართული კულტურის სავიზიტო ბარათია.
როდესაც აკაკი წერეთელმა ლექსი “სულიკო” დაწერა, კომპოზიტორ ბარბარე (ვარინკა) მაჭავარიანი-წერეთელს მისთვის მელოდიის შექმნა პირადად სთხოვა.
ისტორიის ფურცლები:
ასე დაიწერა ლეგენდარული სიმღერა “სულიკო”, რომელსაც წლებია სხვადასხვა თაობის ქართველი და უცხოელი მომღერლები სიამოვნებით ასრულებენ.
ქართულის მსგავსად, არანაკლებ სასიამოვნო მოსასმენია “სულიკო” ფრანგულად, სადაც უმშვენიერეს მელოდიას ულამაზესი ფრანგული ტექსტი ძალიან უხდება.
