“მხოლოდ ქართული” სოფო ბათილაშვილმა მოიგო

კითხვის დრო: 1 წთ.

“მხოლოდ ქართული” სოფო ბათილაშვილმა მოიგომუსიკალური შოუ “მხოლოდ ქართული” სოფო ბათილაშვილმა მოიგო. სპეციალურად შოუსთვის დამზადებული მთავარი პრიზი მას ნიკა გვარამიამ გადასცა.

“მხოლოდ ქართულის” ფინალში 700.000 ხმა შევიდა და მათგან ყველაზე მეტი – 100.000 ხმა სოფო ბათილაშვილმა მიიღო. მეორე ადგილზე საბა კემულარია გავიდა, მესამეზე – ალექსანდრე მრელაშვილი, მეოთხეზე კი – კონსტანტინე კარანაძე.

ყველა ფინალსიტმა სხვადასხვა კომპანიებისგან სამახსოვრო საჩუქრები და ფულადი პრემიები მიიღო.

Artinfo.ge