მომღერალმა მიშა სულუხიამ საცოლე გამოაჩინა და ის ფართო საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით გააცნო:
– გაიცანით, ჩემი საცოლე ქეთი, – დაწერა მომღერალმა “ფეისბუქში” და რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. მიშა სულუხიას საცოლე 23 წლის ქეთი შალიკაშვილია. ამ მნიშვნელოვანი განცხადების სანაცვლოდ წყვილმა უამრავი მოწონება და საუკეთესო სურვილები მიიღო.
ისტორიის ფურცლები:
მიშა სულუხია ფართო საზოგადოებამ მუსიკალური პროექტის “ვარსკვლავების აკადემიის” საშუალებით გაიცნო. მოგვიანებით მომღერალი სასწავლებლად უცხოეთში წავიდა.
წელს მიშამ მონაწილეობა მიიღო “ევროვიზია 2015”-ის შიდაშესარჩევ კონკურსში და უცხოელი ჟიურის წევრების მიერ დასახელებულ საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა, თუმცა გამარჯვება ნინა სუბლატმა მოიპოვა.

