მიშა გომიაშვილის წარმატება

კითხვის დრო: 1 წთ.

მიშა გომიაშვილის წარმატებამსახიობი მიშა გომიაშვილი წლის მიწურულს თავის გულშემატკივრებს სასიამოვნო ინფორმაციით ახარებს.

მსახიობის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი – მხატვრული ფილმი “ჰეფი ენდი” პრემია “ოქროს არწივის” სამ ნომინაციაშია წარდგენილი: საუკეთესო ფილმი; მამაკაცის საუკეთესო როლი და საუკეთესო კინო მუსიკა.

მიშა გომიაშვილი ფილმში “ჰეფი ენდი” შესრულებული მთავარი – ქსენოფონტის როლით მამაკაცის საუკეთესო როლის ნომინაციაშია წარდგენილი.

Artinfo.ge