ცნობილი რეჟისორის მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი, რომელიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია.
ინფორმაციას ნანა დოლიძე ავრცელებს:
“ფილმი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია და რამოდენიმე დღეში რუსეთის ფილმსაცავიდან სამშობლოში დაბრუნდება!
ვიცი ბევრ კინემატოგრაფისტს, კულტურისა და ისტორიის გულშემატკივარს გავახარებ ამ ინფოთი.
ისტორიის ფურცლები:
90 წლის შემდეგ, მიხეილ კალატოზიშვილის და ნუცა ღოღობერიძის 1928 წელს შექმნილი პირველი ერთობლივი ნამუშევარი “მათი სამეფო” ბრუნდება.”



