მსოფლიო ვარსკვლავის მერილინ მონროს ოქროს გლობუსი, რომელიც მსახიობმა 1961 წელს მოიპოვა, ლოს ანჯელესში გამართულ აუქციონზე 450.000 დოლარად გაიყიდა. უცხოური გამოცემების ინფორმაციით, ეს აუქციონზე ოქროს გლობუსის გაყიდვის რეკორდული ფასია.
ისტორიის ფურცლები:
ლოს ანჯელესში გამართულ აუქციონზე ასევე გაიყიდა მსახიობის ზედა 43.000 დოლარად, ავტომობილი 490.000 დოლარად, შარვალი 31.200 დოლარად, ჟურნალ “პლეიბოის” ნომერი, რომლის ყდაზეც მერლინ მონროა გამოსახული 32.000 დოლარად და სხვა ნივთები.
