მსახიობი მერაბ ნინიძე, რომელიც წლებია მის უდიდებულესობა კინოს ემსახურება, სარეკლამო რგოლში პირველად გადაიღეს.
უცხოეთში მოღვაწე მსახიობს ქართული კომპანია დაუკავშირდა, რომელმაც მას მათი საქმიანობის რეკლამირება შესთავაზა.
ისტორიის ფურცლები:
მერაბ ნინიძემ ახალ სფეროში საკუთარი შესაძლებლობები მოსინჯა და საკმაოდ წარმატებულადაც.
მსახიობი სამშენებლო კომპანია “დირსის” ახალი სარეკლამო რგოლის მთავარი გმირია. ვიდეორგოლი ინტერნეტში უკვე გავრცელდა და მას ათასობით ნახვა და მოწონება აქვს.
