მარიკა მაჩიტიძე პოლონეთში მიიწვიეს

კითხვის დრო: 1 წთ.

მარიკა მაჩიტიძე პოლონეთში მიიწვიესთბილისის ოპერის თეატრის სოლისტი ქუთაისელი მარიკა მაჩიტიძე პოლონეთში მიიწვიეს. მომღერალი საახალწლო კონცერტს ჩაატარებს.

3 იანვარს ქალაქ ვროცლავში Centennial Hall-ში მარიკა მაჩიტიძე კონცერტს გამართავს. მასთან ერთად პოლონელი ბარიტონი მარჩინ ბრონიკოვსკი მიიღებს მონაწილეობას.

ვროცლავის სიმფონიურ ორკესტრს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჭიჭინაძე უდირიჟორებს.

Artinfo.ge