
ოპერის მომღერალი თამარ ივერი მისი მოსწავლის მარიამ მეტრეველის შესახებ საამაყო და სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს:
“ვულოცაააავ! ნიუ იორკში ჩემმა მოსწავლემ ძალიან პრესტიჟულ კონკურს: “წარმატებული კლასიკური დებიუტის დაჯილდოება”-ზე 1 პრემია აიღო და ის 14 ნოემბერს ნიუ იორკის “კარნეგი ჰოლში” გამარჯვებულების გალა კონცერტზე წარსდგება!
მარიამის ისტორია კონკიას ისტორიას ჰგავს… წელიწადნახევრის წინ, ნიუ იორკში ერთ-ერთი ქართული რესტორნის ერთ ლამაზ მიმტან გოგოს მოვკიდე ხელი და შიშველი ენთუზიაზმით, ნულიდან დავიწყეთ ვოკალზე მუშაობა. ის წუხდა, რომ მისი არავის არ სჯეროდა! მისი ოპერით გატაცებას არასერიოზულად და ქილიკით უყურებდნენ. მაგრამ მისი თავდაუზოგავი და ჩემთან სწორი მუშაობით შედეგი და საკმაოდაც დიდი შედეგი დადო!
ასე რომ, შრომას, მიზანდასახულობას და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და დაფასება!
გილოცავ მარიამ გულით! სულ წარმატებებით გევლოს!”
