მარიამ ხაჭვანი კანის კინოფესტივალმა რჩეულთა შორის დაასახელა

კითხვის დრო: 1 წთ.

მარიამ ხაჭვანი კანის კინოფესტივალმა რჩეულთა შორის დაასახელაქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი კანის საერთაშორისო კინოფესტივალმა საუკეთესოთა შორის დაასახელა.

საქართველოს წარმომადგენელი ექვს რეჟისორს შორის მოხვდა, რომლებიც კოლუმბიიდან (2 რეჟისორი), ტაივანიდან, სლოვენიიდან და ნეპალიდან არიან.

მარიამ ხაჭვანი:

“კანის კინოფესტივალის პროგრამაში ექვს რეჟისორს შორის ამარჩიეს.

ჩემი ახალი მხატრული სრულმეტრაჟიანი პროექტით – პირობითი სახელი “ნენე” (ამ პროექტმა ავსტრალიაში უკვე მოიგო განვითარების გრანტი).

სცენარი უნდა ვწერო პარიზში და ასევე მასწავლიან ფრანგულს.

ოფიციალურად ვარ მიწვეული კანის და ლოკარნოს კინოფესტივლებზე და კიდევ რა სურპრიზები მელოდება, შეგატყობინებთ.”

Artinfo.ge