ფსიქოლოგსა და ტელეწამყვანს გია ჯაჯანიძეს მაყურებელი დაუპირისპირდა. “სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად” ტელემაყურებლისთვის სულ უფრო და უფრო მიუღებელი გადაცემა ხდება.
ისტორიის ფურცლები:
თემებით უკმაყოფილო საზოგადოება საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს, დაიხუროს გია ჯაჯანიძის გადაცემა:
“მოვითხოვთ, დაიხუროს გია ჯაჯანიძის “გადაცემა”. ვინაიდან და რადგანაც ის ატარებს საშიშ ხასიათს მოსახლეობისთვის. ავრცელებს დეზინფორმაციას და ხელს უწყობს საზოგადოების დახლეჩვა-დაპირისპირებას. სხვა რა მიზეზები უნდა ჩამოგითვალოთ, თავადაც ხვდებით, რაოდენ ამაზრზენ, ტყუილ ინფორმაციებზე და სკანდალებზეა გაკეთებული გადაცემა,” – ნათქვამია მანიფესტში, რომელიც საჯაროა და მასზე ხელის მოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
