ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას განაგრძობს.
ოქროს გლობუსის და ოსკარის ნომინანტი ფილმი, რომელიც ათეულობით საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის მფლობელია, მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ისტორიის ფურცლები:
“მანდარინები” საბერძნეთის, იტალიის, პორტუგალიის, ამერიკის შემდეგ, საფრანგეთის კინოთეატრებშიც გამოვა.
ზაზა ურუშაძის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევრის ჩვენება, რომელიც საქართველოსა და ესტონეთის კოპროდუქციაა, საფრანგეთის კინოთეატრებში 6 აპრილიდან დაიწყება.
