
ნომინაციაზე სულ წარდგენილი ფილმებიდან, შერჩეულია 9 ფილმი, რომლებიც “ოსკარისთვის” იბრძოლებენ. მათ შორისაა ზაზა ურუშაძის “მანდარინები” და გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული”.
ისტორიის ფურცლები:
“მანდარინები” ოსკარზე ესტონეთმა წარადგინა, “სიმინდის კუნძული” კი საქართველომ.
”ვულოცავ ჩემს თავსაც და გიორგი ოვაშვილსაც შორთ ლისტში მოხვედრას ოსკარების!!!!” – დაწერა ზაზა ურუშაძემ სოციალურ ქსელში.
“არტინფო” ულოცავს ორივე ქართველ რეჟისორს ამ უდიდეს წარმატებას და ოსკარის მოპოვების ბედნიერების გაზიარებასაც უსურვებს.

