მსოფლიოში აღიარებულმა მევიოლინემ ლიანა ისაკაძემ სოციალურ ქსელში საგანგაშო გზავნილი გაავრცელა:
“okonchu zhisn samoubiistvom – სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებ.
ამ გზავნილის გავრცელების შემდეგ, მისმა ათასობით გულშემატკივარმა ლეგენდარულ მუსიკოსს გადაწყვეტილების გადაფიქრება სთხოვა და უსაზღვრო სიყვარულში კიდევ ერთხელ გამოუტყდა.
ისტორიის ფურცლები:
როგორც ფესტივალის “ღამის სერენადები” დირექტორმა ლაშა ბაშარულმა განაცხადა, მევიოლინეს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ხშირად აქვს რთული პერიოდები.
ლაშა ბაშარული:
“მეუღლის გარდაცვალების გამო, სამწუხაროდ, ქალბატონ ლიანას ხშირად აქვს დეპრესია… უკეთაა ახლა… ხანდახან აქვს ხოლმე ასეთი დეპრესიული შეტევები, როცა ძალიან ნერვიულობს… არ ინერვიულოთ, ახლა უკეთაა…”
