უნიჭიერესმა მუსიკოსმა ლევან შენგელიამ არაერთი უძვირფასესი შესრულება გვაჩუქა. სამწუხაროდ, პიანისტი სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა და გარდაიცვალა.
ისტორიის ფურცლები:
“არტ ინფო” გიზიარებთ ვიდეოს, რომელიც ლევან შენგელიას დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო კონცერტიდანაა. ეს მუსიკოსის უკანასკნელი გამოჩენაა ფართო საზოგადოების წინაშე. ოპერის მომღერალი გოჩა აბულაძე შესანიშნავად ასრულებს მუსიკალურ კომპოზიციას ფილმიდან “ფესვები”, ლევან შენგელია კი, ტრადიციულად, ბრწყინვალე აკომპანიმენტს უწევს.
