პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი კომპოზიტორ რომა გიორგაძის მუზა გახდა.
ექიმის ცნობილი განცხადება გრძენენიანებსა და მოკლეენიანებზე კომპოზიტორის ახალი კომპოზიციის შთაგონების წყარო გახდა:
“მიუხედავად ამ ჟანრთან ჩემი ახლო დამოკიდებულებისა როგორც მუსიკოსი და მსმენელი, არასოდეს გამჩენია სურვილი ჰიპ-ჰოპ ტრეკი დამეწერა.
შემთხვევით გადავაწყდი იუთუბზე, ლევან რატიანის ცნობილ გაბრაზებას. მომენტალურად გამიჩნდა იდეა, რომ ტექსტი დამეჩეხა და თანხლება გამეკეთებინა…
ისტორიის ფურცლები:
ერთი ამოსუნთქვით, თითქმის ორ საათში დაიწერა და დასრულდა ტრეკი…
ცოტა გადავერთე სხვაგან და ძალიან ვისიამოვნე პროცესით…
საინტერესოა, მე მომწონს.”
