ლევან ხურცია მამა გახდა

კითხვის დრო: 1 წთ.

ლევან ხურცია მამა გახდარუსთაველის თეატრის მსახიობი ლევან ხურცია და მისი მეუღლე, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მშობლები გახდნენ.

პატარა ჩაჩავას კლინიკაში საკეისრო კვეთით 9 ივნისს დაიბადა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

მარიამ კუბლაშვილისთვის ეს მეორე შვილია. მას პირველი ქორწინებიდან ბიჭი ჰყავს.

ლევანს და მარიამს ბიჭი შეეძინათ. წყვილი გასულ წელს დაქორწინდა. ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გაიცნეს და მათი ურთიერთობა ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა.

Artinfo.ge