
ევროპის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოს მომპოვებელ ნომინანტებს შორის ლევანთან ერთად ანტონიო ბანდერასი, ჟან დიუჟარდინი, პიერფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შირი და ინგვარ სიგუროსონი არიან.
ისტორიის ფურცლები:
ლევან აკინის ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული როლისთვის ლევან გელბახიანი უკვე დასახელდა საუკეთესო მამაკაც მსახიობად სარაევოს, ვალიადოლიდის და მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე.
ევროპის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოს გამარჯვებულს 7 დეკემბერს ბერლინში საზეიმოდ გამოავლენენ.


