ლეონარდო და ვინჩის შედევრი იესო ქრისტე, რომელსაც მხატვარმა სალვატორ მუნდი უწოდა, ნიუ-იორკის კრისტის სახლში გამართულ აუქციონზე 450 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ლეონარდო და ვინჩის იესო ქრისტე XVI საუკუნით დათარიღებული პორტრეტია და მას საკმაოდ ბუნდოვანი ისტორია აქვს.
ისტორიის ფურცლები:
გადმოცემით, ეს ნამუშევარი მეფე კარლ მეორეს ეკუთვნოდა და მემკვიდრეობით ბუკინგემის ჰერცოგის უკანონო შვილს გადაეცა. ამის შემდეგ ნახატი დაიკარგა, დიდი ხნის განმავლობაში მის კვალს ვერ მიაგნეს და დაკარგულად მიიჩნეოდა.
ნახატი 1958 წელს ერთ-ერთ აუქციონზე აღმოაჩინეს, მაგრამ მოგვიანებით სალვატორ მუნდი ისევ გაუჩინარდა და 2005 წლამდე მისი ადგილსამყოფელი კვლავ უცნობი იყო.

