
“ისევ! ისევ აბარგება! ახლა დამირეკა სახლის პატრონმა და მითხრა, რომ ბინის გაყიდვა უნდათ სასწრაფოდ და უნდა დავცალოთ ბინა.
ისტორიის ფურცლები:
აღარ ვიცი, რა ვქნა – ჯერ ბინა იპოვნო და თან ისეთ ადგილას, რომ ადვილი იყოს 2 უსინათლო ადამიანისთვის სასიარულოდ, რომ იპოვო ადამიანი, ვინც გააფორმებს ხელშეკრულებას და წამოვა ამ ნაწილობრივ დაფინანსებაზე.
დავიღალე, ხალხო, დავიღალე! ნუთუ არ შეიძლება რომ 1 ბინა, 1 ბინა მეღირსოს რომ დავეგდო და არ მეშინოდეს ქუჩაში გაგდების! წარმოდგენა არ მაქ რა უნდა ვქნათ ახლა. იმ დღეს ბაბუ ამბობდა, დედა, მინდა ეს სახლი ჩვენი იყოსო, მაგრამ პასუხი არ მქონდა. ახლა?! ახლა რა უნდა ვქნა, რააა?!”
